6422b8ec88014_w_h

JAMON INDUSTRY IN RACHA

STATUS: ONGOING
TOTAL INVESTMENT SIZE: USD 0.7M

საქართველოს განვითარების ფონდისა და ესპანური კომპანია Deraza Iberico S.L.-ის შვილობილი კომპანია Native Georgian-ის მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი, რომელიც ქართული უნიკალური მთის ღორისგან პირველად საქართველოში ხამონის წარმოებასა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი ულტრათანამედროვე საწარმოს შექმნას გულისხმობს.

ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი საქართველოში იბერიკოს ჯიშის ანალოგის, უნიკალური ქართული მთის ღორის მოშენების, ქართული ხამონისა და  სხვადასახვა სახეობის ხორცპროდუქტების წარმოების, აგრეთვე მსოფლიო ბაზარზე მისი კომერციალიზაციის ეტაპებს მოიცავს. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, საქართველოში მოძიებული 25 ერთეული უნიკალური ჯიშის ქართული მთის ღორისგან სელექციით სტერილურ პირობებში 500-მდე ღორი მოაშენეს. ესპანეთში ჩატარებული კვლევების შედეგად, დადასტურდა, რომ ქართული მთის ღორი ესპანური იბერიკოს ჯიშის ღორის მახასიათებლებს უტოლდება; მისგან დამზადებული ხამონი და სხვა ხორცპროდუქტები კი უმაღლესი ხარისხის ნაწარმს წარმოადგენს.

საქართველოს განვითარების ფონდის  და Native Georgian-ის ერთობლივი ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს და 5 ეტაპისგან შედგება. ამჟამად პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას, საქართველოს მასშტაბით ქართული უნიკალური ჯიშის მთის ღორების მოძიებისა და მათ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სპეციალიზებულ ფერმაში გადაყვანის პროცესს მოიცავს.

Within the first phase, the unique Georgian pig breeding farm construction is underway in the village of Ghari. Investment size of the first phase of the project is USD 700 thousand.

  • Location: Ghari village, Racha