17029910559053_DSC08898COPY

ნათია ლომიძე

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. დირექტორტა საბჭოს წევრი

ნათია ლომიძე ფონდის გუნდს 2011 წლიდან შეუერთდა მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. 2024 წლის იანვრიდან იგი იკავებდა ფონდის ბუღალტრული აღრიცხვის, ანალიზისა და ანგარიშგების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას

მას ფინანსური მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ, 2003-2006 წლებში მუშაობდა სატელეკომუნიკაციო კომპანიებში ფინანსურ მენეჯერად, 2007-2008 წლებში – უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიაში მთავარ ბუღალტრად, ხოლო 2009-2011 წლებში სს „საქართველოს რკინიგზაში“ ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით. მიღებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM) მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებასა და მართვაში.

გავლილი აქვს ნაფიც ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ACCA) პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა და სხვადასხვა კურსი საგადასახადო აღრიცხვიანობის მიმართულებით.