ლოპოტა სპა რეზორტი

საქართველოს განვითარების ფონდის და კომპანია ლოპოტა ტურ სერვისის მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა წარმატებით დასრულდა. აღნიშნული ფაზის ფარგლებში აშენდა დამატებითი 84 ნომრიანი სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობა, 600-ადგილიანი ღონისძიებების დარბაზი, რესტორანი, ბუნგალო, ფიტნეს კლუბი, ასევე დახურული და ღია საცურაო აუზები. ამასთან, საქართვლოს განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს შატო […]
რადისონ ქოლექშენ წინანდალი

პირველი ბრენდირებული ხუთვარსკვლავიანი ტურისტული კომპლექსი, კახეთში, საქართველოს განვითარების ფონდისა და სილქ როუდ ჯგუფის თანამშრომლობით, მეცხრამეტე საუკუნის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე აშენდა. კომპლექსი 2018 წელს გაიხსნა და მოიცავს 124 ოთახს.