„საქართველოს განვითარების ფონდი“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი და ფონდის მენეჯმენეტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება. აღნიშნულ ფორმატში ბესიკ ბუგიანიშვილმა სავალუტო ფონდის მისიას „საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმნეტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გააცნო. შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა „საქართველოს განვითარების ფონდში“ რეფორმის შედეგად […]

თსუ-ის სტუდენტები სტაჟირების გავლას „საქართველოს განვითარების ფონდში“ შეძლებენ

„საქართველოს განვითარების ფონდსა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს „საქართველოს განვითარების ფონდში“ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების შეთავაზებას, რაც მომავალში მათ პროფესიული უნარების განვითარებაში დაეხმარება. შეთანხმების ფარგლებში, ფონდში  სასწავლო პრაქტიკას წელიწადში […]

“საქართველოს განვითარების ფონდმა“ ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

“საქართველოს განვითარების ფონდის” დელეგაცია საქმიანი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე ქართულ საინვესტიციო ფორუმზე იმყოფებოდა. ფორუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და EBRD-ის მხარდაჭერით გაიმართა. „საქართველოს განვითარების ფონდის“ დელეგაციას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი ხელმძღვანელობდა. მან მონაწილეობა მიიღო სესიაში, სადაც საქართველოს ზოგად საინვესტიციო გარემოსთან ერთად კონკრეტული საინვესტიციო სექტორები განიხილეს, მათ შორის: ენერგეტიკის, ლოგისტიკისა […]

„საქართველოს განვითარების ფონდის“ დელეგაციამ ბრიუსელსა და ლუქსემბურგში „ევროპის გრძელვადიან ინვესტორთა ასოციაციის“ (ELTI ) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამართულ ფორუმებში მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს განვითარების ფონდის“ დელეგაცია  საქმიანი ვიზიტით ბრიუსელში და ლუქსემბურგში იმყოფებოდა და  „ევროპის გრძელვადიან ინვესტორთა ასოციაციის“ (ELTI ) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ორგანიზებულ მაშტაბურ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, საინვესტიციო და განვითარებს ბანკების ხელმძღვანელები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფონდის დელეგაციის შემადგელობაში იყვნენ  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  დავით საგანელიძე, სამეთვალყურეო საბჭოს […]

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და „სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი, შვილობილი კომპანია „სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორი გიორგი ლომიძე და შვილობილი კომპანია „რუხის სავაჭრო ცენტრის“ დირექტორი დავით მაჭავარიანი USAID-ისა და საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე „საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი USAID-ისა და CNFA-ის წარმომადგენლებს რეფორმის შედეგად ფონდში განხორციელებული  ცვლილებების, საინვესტიციო პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიმართულებების შესახებ ესაუბრა. USAID-ს უკვე რამდენიმე წელია ნაყოფიერი […]

„საქართველოს განვითარების ფონდმა“ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

„საქართველოს განვითარების ფონდმა“ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს უმასპინძლა. ფონდში გამართულ გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. „საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა ელჩს რეფორმის შედეგად განხორციელებული ცვლილებები გააცნეს, ფონდის საქმიანობასა და სხვადასხვა რეგიონში შესრულებულ საინვესტიციო […]

ბესიკ ბუგიანიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა

„საქართველოს განვითარების ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ენდრიუ ჯუველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე   ვახტანგ ჯორბენაძე, ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი იოსებ მამუკელაშვილი და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი დიმიტრი ხორავა. შეხვედრაზე „საქართველოს განვითარების  ფონდის” ხელმძღვანელი  ენდრიუ ჯუველს რეფორმის შედეგად ფონდში განხორციელებულ ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე, საინვესტიციო პრიორიტეტებსა  […]

ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის „განვითარების ეროვნული ბანკის“ დირექტორ ტომაშ ნიდეტცკთან ონლაინ შეხვედრა გამართa

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის  „განვითარების ეროვნული ბანკის“ (Národní Rozvojová Banka) დირექტორ, ტომაშ ნიდეტცკისთან (Tomáš Nidetzký) ელექტრონულ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კონკრეტული სამომავლო  საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროპიდან. აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღვოდა ბესიკ ბუგიანიშვილის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან, პეტრ კუბერნატთან. […]

„საქართველოს განვითარების ფონდმა“ საინვესტიციო სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა

„საქართველოს განვითარების ფონდმა“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ახალი საინვესტიციო სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პროფილური მედია საშუალებების წარმომადგენლები და ეკონომიკური ექსპერტები დაესწრნენ. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კაკულიამ გახსნა. „საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა წარადგინა. ფონდის ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ ისაუბრა, ხოლო […]

ნანა ადეიშვილი – „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიზანია ეკონომიკის ზრდის სტიმულირება, ინოვაციის წახალისება და რეგიონული განვითარება

„საქართველოს განვითარების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ნანა ადეიშვილმა ბიზნეს საზოგადოების მხრიდან ფონდთან თანამშრომლობის მიმართ დაინტერესების შესახებ ისაუბრა. „ბიზნეს სექტორი „საქართველოს განვითარების ფონდთან“ ურთიერთობის მიმართ აქტიურ ინტერესს გამოხატავს. თქვენ იცით, რომ სამწუხაროდ, საქართველოში კაპიტალის ბაზრები განვითარებული არ არის და კომერციული ბანკების დაფინანსების პირობები არ არის მიმზიდველი ჩვენი პოტენციური პარტნიორებისთვის. შესაბამისად, ასეთი ფონდის არსებობა აუცილებელია. მეტიც, ეს არის […]