„საქართველოს განვითარების ფონდს“ საერთაშორისო კომპანია „Rothschild“-ის მმართველი დირექტორი ეწვია

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „Rothschild“-ის მმართველი  დირექტორი ბარონესა არიელ მალარ დე როტშილდი „საქართველოს განვითარების ფონდს“ ეწვია. საქმიან შეხვედრას ფონდის მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძე, ფონდის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი,  სამეთვალყურეო საბჭოს თვამჯდომარის მოადგილე მერაბ კაკულია და საბჭოს წევრი ნანა ადეიშვილი ესწრებოდნენ. „საქართველოს განვითარების ფონდის“ მენეჯმენტმა „Rothschild“-ის მმართველ  დირექტორს ფონდის საქმიანობის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები […]

ბესიკ ბუგიანიშვილი: „ფონდში არსებული მმართველობითი სისტემა,საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს დამატებით კომფორტს უქმნის“

„საქართველოს განვითარების ფონდი“ (ყოფილი „საპარტნიორო ფონდი“) არასდროს ყოფილა სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული. ეს ჩვენი ახალი წესდებით უკვე ცალსახად და მკაცრად განსაზღვრულია. შესაბამისად, ფონდი საკუთარი სახსრებით უზრუნველჰყოფს თავის საინვესტიციო პოლიტიკასა და საქმიანობას“, განაცხადა „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში. მისი განცხადებით, ფონდს აქვს არსებული პორტფელი, რომელიც საკმაოდ მოდიფიცირებულია, თუმცა, ეს პორტფელი  კონკრეტული გეგმების […]

„საპარტნიორო ფონდი“ ახალი სახელწოდებით, სტრუქტურითა და განახლებული მენეჯმენტით აგრძელებს საქმიანობას

„სს საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ა.წ. 31 მაისს მიღებული ცვლილებები 2023 წლის 10 სექტემბრიდან ამოქმედდა და ფონდი ახალი წესდებით, ახალი სტრუქტურით, განახლებული მენეჯმენტითა და ახალი სახელწოდებით – „საქართველოს განვითარების ფონდი“ განაგრძნობს საქმიანობას. ახალი კანონმდებლობის თანახმად, ფონდის მმართველობითი ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორთა საბჭო. მთავრობის მიერ განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ვაზილ ჰუდაკი, დავით საგანელიძე, […]