„საქართველოს განვითარების ფონდის“ განცხადება

„საქართველოს განვითარების ფონდი“ ეხმაურება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ ფონდის საქმიანობის შესახებ გამოთქმულ ინტერესს, აგრეთვე, ცალკეული მედიასაშუალებების მიერ ფონდის შესახებ გავრცელებულ არაობიექტურ ინფორმაციას. დაუსაბუთებლად გაჟღერებული მოსაზრებების საპასუხოდ, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, მოგაწოდოთ მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფონდის ბოლო 2-წლიანი ფინანსური შედეგებისა და დაარსებიდან დღემდე განხორციელებული პროექტების შესახებ. საერთაშორისო აუდიტორული […]
DEVELOPMENT FUND OF GEORGIA CLOSED 2024 WITH A NET OF GEL 35.8 MLN

სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ შესახებ კანონის შესაბამისად, ფონდმა 2024 წლის ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ანგარიშგებები გამოაქვეყნა. ფონდის ფინანსური აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, „Nexia“-მ ჩაატარა. აუდიტორული ანგარიშის თანახმად, წმინდა მოგებამ 35.8 მლნ ლარი შეადგინა. დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა საოპერაციო მოგების თვალსაზრისითაც, კერძოდ, „საქართველოს განვითარების ფონდის“ საოპერაციო მოგებამ 23 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება კონსოლიდირებული ანგარიშგების მაჩვენებლებს, 2024 წელს […]
CEO OF THE DEVELOPMENT FUND OF GEORGIA PARTICIPATES IN THE WORLD INTERNET CONFERENCE

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩინეთში გამართულ გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის მთავარი თემა ღია, უსაფრთხო, თანამშრომლობაზე დაფუძნებული, გლობლური ციფრული ინტელექტის მომავალი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო. საერთაშორისო ღონისძიება ჩინეთის ისტორიულ ქალაქ ვუჭენში გაიმართა და მას 130-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა „საქართველოს განვითარების ფონდის“ […]
CEO OF THE DEVELOPMENT FUND OF GEORGIA GAVE A LECTURE AT THE UNIVERSITY OF HONG KONG

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტისთვის ონლაინ ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი ჩინეთ-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში“. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სტრატეგიული ჰაბის წარმოჩენა, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს. ონლაინ ლექციას ესწრებოდნენ მაგისტრატურის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ჰონგ კონგის კერძო სექტორის წარმომადგენლები, მეწარმეები და პოტენციური ინვესტორები. ბესიკ ბუგიანიშვილმა აუდიტორიას […]
MANAGEMENT OF THE DEVELOPMENT FUND OF GEORGIA HOLDS A MEETING WITH THE AMBASSADOR OF ITALY

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი საქართველოში იტალიის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, ბესიკ ბუგიანიშვილმა იტალიის ელჩს და მის მოადგილეს ფაბიოლა ალბანეზეს რეფორმირებული ფონდის მანდატი, სტრატეგია, ასევე, ინვესტირების პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და ფონდის იტალიურ მხარესთან, მათ შორის, იტალიის ექსპორტის საკრედიტო სააგენტო SACE-სთან მრავალწლიანი თანამშომლობის განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის […]
THE DEVELOPMENT FUND OF GEORGIA HELD A MEETING WITH THE HONG KONG FINANCIAL GROUP

„საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ ჰონგ-კონგის ფინანსურ ჯგუფთან გამართეს ონლაინ შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში, ფონდის წამომადგენლებმა რეფორმირებული ფონდის სტრატეგიის, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს. ჰონგ-კონგის ფინანსურ ჯგუფი ფონდის მიერ საინვესტიციო პროექტების დაფინანსების პრიორიტეტული მიმართულებებით დაინტერესდა. მხარეებმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზების, […]
THE DEVELOPMENT FUND OF GEORGIA PARTICIPATED IN THE GEORGIA INVESTMENT FORUM HELD IN LONDON

„საქართველოს განვითარების ფონდმა“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, დავით საგანელიძისა და აღმასრულებელი დირექტორის, ბესიკ ბუგიანიშვილის წარმომადგენლობით, მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო ფორუმში. ღონისძიება, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა, მიზნად ისახავდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს უპირატესობების, ბიზნეს სექტორების განვითარების პოტენციალისა და არსებული მხარდამჭერი პროგრამების განხილვას. ფორუმი, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა […]
THE DEVELOPMENT FUND OF GEORGIA HOSTED A MEETING WITH REPRESENTATIVES OF THE FRENCH EMBASSY

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კაკულია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე „საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსს ჰიუგო დებრუაზსა და ეკონომიკური სამსახურის ოფიცერს ქლოი შევენეს რეფორმირებული ფონდის საქმიანობის სპეციფიკის, სტრატეგიისა და ქვეყნის მასშტაბით მის მიერ განხორციელებული ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია […]
THE DEVELOPMENT FUND OF GEORGIA TOOK PART IN AN OFFICIAL VISIT TO HONG KONG

„საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით საგანელიძე და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი ოფიციალური ვიზიტით ჰონგ-კონგში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ფონდის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „მსოფლიო ინტერნეტის კონფერენციის“ (WIC) საერთაშორისო სამიტში, რომლის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის განვითარება, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და კიბერუსაფრთხოება იყო. საერთაშორისო ფორუმს ესწრებოდა 30 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის, მთავრობების წარმომადგენელები, დარგის […]
THE EXECUTIVE DIRECTOR OF THE DEVELOPMENT FUND OF GEORGIA PARTICIPATED IN THE WORLD INTERNET CONGRESS HELD IN BARCELONA

მსოფლიო ინტერნეტის კონფერენციის (WIC) სპეციალური მიწვევით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა ბარსელონაში გამართულ მსოფლიო მობილური კომუნიკაციების კონგრესში მიიღო მონაწილეობა. ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ღონისძიების მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვა, შესაძლებლობების განვითარება, მის ფუნქციონირებაში ინკლუზიურობისა და მწვანე ენერგიის გამოყენების უზრუნველყოფა. აუდიტორიას თავიანთი ხედვა გააცნეს ისეთი გლობალური ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებმა, როგორებიცაა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების გაერთიანება […]