THE MANAGEMENT OF THE DEVELOPMENT FUND OF GEORGIA MET WITH THE DELEGATION OF THE MINISTRY OF INVESTMENTS, INDUSTRY, AND TRADE OF UZBEKISTAN

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. გაცნობითი სახის შეხვედრაზე „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა უზბეკეთის დელეგაციას ფონდის საინვესტიციო საქმიანობა, მანდატი და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ვახტანგ ჯორბენაძე უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა. […]
Development Fund of Georgia Ends 2023 with a Net Profit of GEL 26.8 Million

სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ შესახებ კანონის შესაბამისად, ფონდმა 2023 წლის ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ანგარიშგებები გამოაქვეყნა. ფონდის ფინანსური აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრმა KPMG-მ ჩაატარა. ინდივიდუალური აუდიტორული ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ფონდის შემოსავალმა 33.5 მლნ ლარს გადააჭარბა, ხოლო წმინდა მოგებამ 26.8 მლნ ლარი შეადგინა. დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა საოპერაციო მოგების თვალსაზრისითაც, კერძოდ, „საქართველოს განვითარების […]
Development Fund of Georgia hosted a delegation from the Ministry of Commerce of China

„საქართველოს განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩინეთის კომერციის სამინისტროს დელეგაცია მიიღეს. ფონდის მენეჯმენტმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მანდატი და ინვესტირების პრინციპები გააცნო. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ჯორბენაძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ფონდის მიერ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში განხორციელებული საინვესტიციო […]
Development Fund of Georgia hosted a delegation from Sinosure, one of the largest export credit agencies in the world

„საქართველოს განვითარების ფონდს“ მსოფლიოში უმსხვილესი ჩინური საკრედიტო სააგენტო „Sinosure“-ის ოფიციალური დელეგაცია ეწვია. საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფ დელეგაციას ფონდის მენეჯმენტმა უმასპინძლა. „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა დელეგაციის წარმომადგენლებს რეფორმის შედეგად, ფონდში განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებები და მიმდინარე საქმიანობა გააცნო. აგრეთვე, მან მიმოიხილა საქართველოში ამჟამად არსებული საინვესტიციო გარემო და ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი; ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ […]
With the participation of the Development Fund of Georgia, the first full-cycle oil refinery will be built in Georgia

„საქართველოს განვითარების ფონდის“ თანამონაწილეობით, საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პარტნიორ შპს „ბლექ სი პეტროლიუმთან“ ერთად პირველ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, საწარმო 1.2 მლნ ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს წლის განმავლობაში. ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის საბოლოო პროდუქტების მიღებას […]
With the support of the Development Fund of Georgia, an ultra-modern radiopharmaceutical facility will be built in Georgia

„საქართველოს განვითარების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, ქართული კომპანია „ნოვატეკ ინტერნეიშენალი“ საქართველოში პირველ ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ რადიოფარმაცევტულ საწარმოს ააშენებს, რის შედეგადაც, ადგილზე ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლის საშუალებით, რადიოაქტიური იზოტოპის წარმოება დაიწყება. რადიოაქტიური იზოტოპი გამოიყენება ისეთ უახლეს ტექნოლოგიაში, როგორიცაა პოზიტრონულ-ემისიური (PET-CT) კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელსაც, სხვა ტომოგრაფიულ კვლევებთან შედარებით, სიმსივნის აღმოჩენა შეუძლია მაშინაც კი, როდესაც ჯერ არავითარი კლინიკური გამოვლინება არ შეინიშნება. […]
The Development Fund of Georgia hosted the international company BR Capital

„საქართველოს განვითარების ფონდში“ მენეჯმენტსა და საერთაშორისო კომპანია BR Capital-ის წარმომადგენლებს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. BR Capital-ი, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან მხარს უჭერს Blockchain, Crypto, Web3 ბიზნესებს და მათში ინვესტირებას. კომპანიის გენერალურმა პარტნიორებმა ვლადისლავ მარტინოვმა და ლაუ გეკლერმა ფონდის მენეჯმენტს მიმდინარე პროექტებთან ერთად, WEB 3-ში BR Capital-ის მიერ შემუშავებული ინვესტირების სამსაფეხურიანი მიდგომა […]
A Memorandum of Cooperation was signed between the Kazakhstan Entrepreneurship Development Fund "Damu" and the Development Fund of Georgia

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი ასტანაში გამართულ საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომას დაესწრო. სხდომის ფარგლებში, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა საქართველოს განვითარების ფონდსა და ყაზახეთის მეწარმეობის განვითარების ფონდ „დამუს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა. მემორანდუმის მიზანია ორი ქვეყნის სახელმწიფო ფონდს შორის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ერთობლივი პროექტების შექმნა და […]
Besik Bugianishvili: We believe that by leveraging our strategic geographic position and proactively investing in digital infrastructure, Georgia can emerge as an important hub for digital connectivity between Europe and Asia.

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩინეთში, შანსის პროვინციის ქალაქ სიანში, მსოფლიო ინტერნეტის კონფერენციაზე, ფორუმში- „ციფრული აბრეშუმის გზის განვითარება“ მიიღო მონაწილეობა. ბესიკ ბუგიანიშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ წარმოადგენს ტრანსფორმაციულ ძალას ევრაზიაში საერთაშორისო თანამშრომლობისა და კავშირების ხელშეწყობის თვალსაზრისით. მან ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს აბრეშუმის გზის […]
A meeting was held between the Development Fund of Georgia and the Business Association of Georgia.

„საქართველოს განვითარების ფონდი” ბიზნეს ასოციაციებთან, რომლებიც ადგილობრივ მსხვილ და საშუალო ბიზნეს სექტორებს აერთიანებენ, შეხვედრებს მართავს. შეხვედრების მიზანი შესამაბის ბიზნეს სექტორთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, რეფორმირებული ფონდის მიმდინარე საქმიანობისა და განახლებული საინვესტიციო სტრატეგიის გაცნობაა. ამჯერად, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბესიკ ბუგიანიშვილმა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორ ლევან ვეფხვაძესთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა, რეფორმირებული ფონდის პრიორიტეტებიდან და საინვესტიციო […]